logo
ENG



კობახიძე: იმედია, ენმ და ევროპული საქართველო არ შემოვლენ პარლამენტში

12 დეკ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: იმედია, ენმ და ევროპული საქართველო არ შემოვლენ პარლამენტში

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არ არის ენმ-ის და ევროპული საქართველოს ადგილი და იმედსაც გამოთქვამს, რომ ეს 2 პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არც დათანხმდება. 

კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტში სხვა, "ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების" ადგილია. 

"ენმ და ევროპული საქართველო აბულინგებენ და აშანტაჟებენ ყველა იმ პარტიას და ოპოზიციონერს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია. უმძიმესი ფორმებით - ამას აკვირდებით თქვენ - ტელევიზიების, სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების სახე. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს სხდომათა დარბაზში". - თქვა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. 

11 დეკემბერს საქართველოს X მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა. თუმცა, ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ამიტომ პარლამენტის პირველი სხდომა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა